Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს შეთანხმებას, რომლითაც უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება


ევროპის საბჭოს სამიტის მონაწილეები. რეიკიავიკი, 2023 წლის 16 მაისი
ევროპის საბჭოს სამიტის მონაწილეები. რეიკიავიკი, 2023 წლის 16 მაისი

ევროპის საბჭო ქმნის უკრაინის ზარალის რეესტრს, რომელიც იქნება პირველი ნაბიჯი რუსეთის აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის საერთაშორისო მექანიზმისკენ. გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის საბჭოს სამიტზე, რომელსაც 16-17 მაისს, რეიკიავიკი მასპინძლობს.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 17 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმებას უკვე შეუერთდა ან შეერთების განზრახვა დაადასტურა 43-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა.

იმ 40 ქვეყანას შორის, რომლებიც შეთანხმებას უკვე შეუერთდნენ, საქართველოცაა. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ევროსაბჭოს არაწევრმა სახელმწიფოებმაც: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ორგანიზაციის ეგიდით რეესტრის შექმნას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. გენერალური მდივნის განცხადებით, ეს არის იურიდიული ვალდებულების განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

რეიკიავიკის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG