Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ოპოზიცია ათასობით ბიულეტენს ასაჩივრებს არჩევნების შემდეგ


არჩევნები თურქეთში, 14 მაისი
არჩევნები თურქეთში, 14 მაისი

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ 17 მაისს განაცხადა, რომ დარღვევებზე ეჭვის საფუძველზე გაასაჩივრა ათასობით ბიულეტენი 14 მაისს ჩატარებული არჩევნებისა, რომელზეც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

სეკულარისტული რესპუბლიკური სახალხო პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე მუჰარემ ერკეკი ამბობს, რომ დარღვევები საარჩევნო ყუთებთან მოიცავს როგორც ერთ არასწორად დათვლილ ხმას, ისე ასობით ამგვარ არასწორ ბიულეტენს. მისი თქმით, პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ოფიციალურად გაასაჩივრა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენთა 2,269 ყუთი და საპარლამენტო არჩევნების 4,825 ყუთი.

XS
SM
MD
LG