Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში 4 წლის ბავშვი ჩუტყვავილას გართულებით გარდაიცვალა


კლინიკა "გორმედი"
კლინიკა "გორმედი"

გორში 4 წლის ბავშვი ჩუტყვავილას გართულების გამო გარდაიცვალა. ოჯახი ამბობს, რომ კლინიკაში ბავშვს დახმარება დროულად არ გაუწიეს.

ბავშვის ბებიის თქმით, ჩუტყვავილას სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეს ოჯახის ექიმს, რომელმაც ბავშვს თავდაპირველად მხოლოდ მალამო და რამდენიმე მედიკამენტი დაუნიშნა.

"ვეუბნები, ჩქარა ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი და ჯერ ისტორია უნდა შევავსოო. რა დროს ისტორიაა, ბავშვი კვდება-მეთქი... დავავლეთ ხელი ამ ბავშვს, წამოვიყვანეთ. გზაში პატრული დავინახეთ, ჩემმა შვილმა სთხოვა, მიგვაყვანინეთ სწრაფად ბავშვი საავადმყოფომდეო. ამ დროს ბავშვმა უკვე გონება დაკარგა... პატრულმა საავადმყოფოს კარი ლამის შეანგრია, ისე შეიყვანა ბავშვი, მაგრამ გული უკვე გაჩერებული ჰქონდა", - ამბობს ბავშვის ბებია ლამარა ლაფერაშვილი.

ბავშვის მკურნალი ექიმი კომენტარს არ აკეთებს, კლინიკა „გორმედის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ბავშვს ამბულატორიული დახმარება გაეწია, სტაციონარულ დახმარებაზე კი ოჯახმა თავად თქვა უარი და პაციენტი თბილისში გადაიყვანა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ გიუნაშვილმა მედიას უთხრა, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

XS
SM
MD
LG