Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში პატიმრობა მიუსაჯეს ჯარისკაცს, რომელიც სეპარატისტულ დონეცკში მდებარე სამხედრო ნაწილიდან გაიქცა


გროზნოს სასამართლომ ორ წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ ჯარისკაც ვიაჩესლავ ანდრიენკოს, რომელმაც სამხედრო მობილიზაციის დროს უარი თქვა სამსახურზე.

განაჩენის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში კონტრაქტის საფუძველზე მობილიზებულმა ანდრიენკომ თვითნებურად მიატოვა სეპარატისტულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილი და როსტოვის ოლქში, საკუთარ სახლში დაბრუნდა. ორკვირიანი ძებნის შემდეგ ჯარისკაცი სამხედრო პოლიციამ იპოვა და გადაიყვანა ჩეჩნეთში, სადაც მისი სამხედრო ნაწილის მუდმივი დისლოკაციის ადგილი მდებარეობს.

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ანდრიენკოს მიმართ გამოტანილი განაჩენი ჯერ არ შესულა ძალაში და ბრალდებულის მხარეს შეუძლია მისი გასაჩივრება.

მარტის მონაცემებით, რუსეთის საგარნიზონო სასამართლოებში, მთლიანობაში, შესულია 536 საქმე, რომლებიც სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის დატოვებისა და მეთაურების ბრძანების შეუსრულებლობისთვის აღიძრა. „მედიაზონის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რუსეთში ასეთ საქმეებზე გამოტანილი განაჩენები, ჩვეულებრივ, იმალება საზოგადოებისგან და არ ქვეყნდება სასამართლოების ოფიციალურ საიტებზე.

  • მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტის საფუძველზე მობილიზებულ ადიღეელ გურგენ აკობიანს ანალოგიური ბრალდებით ხუთ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო პროცესის დროს აკობიანმა განაცხადა, რომ სამთვიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა სამსახურის ადგილი.
  • გროზნოს სასამართლომ სამხედრო დანაყოფის დატოვების გამო ექვსთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა კონტრაქტით მობილიზებულ კურაშ გერევს, რომელმაც სამხედრო ნაწილი 2022 წლის მაისში დატოვა და უკან 24 სექტემბერს დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG