Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მიმართულებით გაშვებული 20 „შაჰედი“ განადგურებულია - უკრაინის შეიარაღებული ძალები


საილუსტრაციო ფოტო, კიევი, დრონი "შაჰედი", 2022 წლის ოქტომბერი
საილუსტრაციო ფოტო, კიევი, დრონი "შაჰედი", 2022 წლის ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, მათ შეძლეს კიევის მიმართულებით გაშვებული 20 „შაჰედისა“ (ირანული წარმოების დრონის ტიპი) და ერთი სადაზვერვო დრონის განადგურება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციითვე, 19 მაისს, გვიან ღამით, უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ გაანადგურეს ორი „შაჰედი“, სამხრეთის მიმართულებით კი - სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი „მერლინი“.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოს განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად, პეჩერის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ფანჯრები, სოლომენსკის რაიონში საგზაო საფარი და ავტომობილები, დნეპროვსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს.

პოპკოს განცხადებით, ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG