Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა ხომალდი ტურისტებით


Axiom Mission 2-ის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაიგზავნენ ტურისტები. კენედის ცენტრი, ფლორიდა, 21 მაისის, 2023.
Axiom Mission 2-ის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაიგზავნენ ტურისტები. კენედის ცენტრი, ფლორიდა, 21 მაისის, 2023.

კომპანია SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა Falcon-9 გაგზავნა პილოტირებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ით, რომელშიც ტურისტები იმყოფებიან. ეს არის კომპანია Axiom-ის უკვე მეორე სრულად კომერციული კოსმოსური ფრენა.

ეკიპაჟს ხელმძღვანელობს NASA-ს ყოფილი ასტრონავტი და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ქალი მეთაური, პეგი უიტსონი. ხომალდის პილოტია ბიზნესმენი ჯონ შოფნერი. ეკიპაჟის წევრები არიან ასტრონავტები საუდის არაბეთიდან რაიან ბარნავი და ალი ალ-კარნი. ისინი იქნებიან ამ ქვეყნის პირველი მოქალაქეები, რომლებიც ეწვევიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. გარდა ამისა, ბარნავი პირველი ქალია საუდის არაბეთიდან, რომელსაც კოსმოსში უმოგზაურია.

ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რვა დღეს გაატარებენ. ისინი სადგურის ეკიპაჟთან ერთად იმუშავებენ.

კომპანია Axiom-ის კომერციული პროგრამის ფარგლებში მისიის თითოეული წევრის ერთი ფრენის ღირებულება 55 მილიონ დოლარად ფასდება. ასეთი ფრენები წელიწადში ორ-სამჯერ იგეგმება.

აპრილის ბოლოს SpaceX-ის მზიდი რაკეტა, რომელსაც ხომალდი Starship-ი გაჰყავდა ორბიტაზე, აშშ-დან გაშვების შემდეგ 4 წუთში აფეთქდა. მეორე საფეხურის გამოყოფამ ანომალიურად ჩაიარა. მთვარეზე და მარსზე მისიებისთვის შექმნილი ზემძიმე რაკეტა საცდელ ორბიტულ ფრენას ასრულებდა. მან უპილოტო რეჟიმში ჩაიარა.

XS
SM
MD
LG