პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გასულ წლის აგვისტოს შემდეგ მე-16-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო, სამარტოო საკანში, ამის შესახებ ინფორმაციას 22 მაისს ავრცელებს ნავალნის მოკავშირე, უცხოეთში მცხოვრები ივან ჟდანოვი.
უცნობია, ამჯერად რა ბრალდებით მოხვდა კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი სადამსჯელო საკანში. ნავალნიმ, რომელიც სადამსჯელო საკანში თავისი გადაყვანის ყველა შემთხვევას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, სამარტოო საკანში, საერთო ჯამში, 165 დღე დაჰყო.