Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაია პატარაია ქალ კოორდინატორებზე - "მეორე მხარეც დავინახოთ სიმართლის და დავინახოთ ამ ადამიანების ტანჯვაც"


"საფარმა" და ISFED-თან პარტნიორობითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მოამზადა გამოკვლევა "ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში". მიზანი იყო პარტიების კოორდინატორების საქმიანობის უფლებრივ ჭრილში დანახვა:

"ეს ადამიანები, სულერთია რომელ პარტიას წარმოადგენენ, დიდი აგრესიის ადრესატები არიან.

რეალურად, ბევრ კოორდინატორს სულაც არ სურს კოორდინატორად მუშაობა და მუშაობს არა იმიტომ, რომ პარტიის იდეოლოგიას იზიარებს ან მოხალისეა, არამედ რამდენიმე ფაქტორია: ერთი არის სიღარიბე. ხშირად ეს ქალები არიან სოციალურად დაუცველები და ეს არის ერთ-ერთი იმ შემოსავალთაგან, რომელზეც უარს ვერ ამბობენ. მეორე არის შიში, რომ თუ უარს იტყვის კოორდინატორობაზე, შეიძლება მოუხსნან სოციალური დახმარება ან რომელიმე პროგრამიდან ამორიცხონ, ან, თუ დასაქმებულია საჯარო სტრუქტურაში, დაკარგავს სამსახურს.

ისინი საარჩევნო უბნის მიღმა დგანან სიებით ხელში და აწარამოებენ აღრიცხვებს, აქვთ პირადი მონაცემები, ისეთ პირად მონაცემებს ამუშავებენ, რომელზე წვდომაც არ უნდა ჰქონდეთ და ამ კვლევამ აჩვენა, რომ ამ ქალებმა არც კი იციან, რა შემთხვევაში სჩადიან უკანონობას".

XS
SM
MD
LG