Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა უკრაინიდან იმპორტზე გადასახადების შეჩერების ვადა 2024 წლის ივნისამდე გააგრძელა


უკრაინიდან ევროპის კავშირში იმპორტზე საბაჟო გადასახადები კიდევ ერთი წლით იქნება შეჩერებული, შეთანხმდნენ ბლოკის წევრი ქვეყნები სტრასბურგში 25 მაისს.

"ამ ზომების განახლებით ევროპის კავშირი აგრძელებს უკრაინისადმი ურყევი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის გამოხატვას", - ნათქვამია მინისტრთა საბჭოს განცხადებაში.

ეს რეგულაცია, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, გასული წლის შუაში იქნა შემოღებული და ახლა 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდა.

ევროპის კავშირის აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი და რუმინეთი უკრაინიდან კვების პროდუქტებისა და ცხოველის საკვების იმპორტის ზრდის წინააღმდეგი არიან.

XS
SM
MD
LG