Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის ოლქს დრონით შეუტიეს


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მიერ 22 მაისს დაწყებული "კონტრტერორისტული ოპერაციის" ერთ-ერთი რაიონი ბელგოროდის ოლქში

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბა ოქტიაბრსკში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. კონკრეტულად რომელი, გუბერნატორი არ ასახელებს. რუსული ტელეგრამ-არხის, „ბაზას“ ცნობით, შეტევა განხორციელდა კონცერნ „გაზპრომის“ შენობაზე.

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირად ხდება. რუსეთის ეს რეგიონი სახიფათო ადგილად იქცა. 22-23 მაისს ბელგოროდში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" მოქმედებდა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია.

ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG