მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი ეკატერინე ბასილაია და მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე ლაპარაკობენ გამოკვლევაზე - "საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი". "დეზიფნრომატორი ცდილობს, ადამიანი დააჯეროს, რაც მან იფიქრა, მისი საკუთარი აზრია" - ამბობს ეკატერინე ბასილაია. მამუკა ანდღულაძე გამოყოფს გარედან მომდინარე და შიდა დეზინფორმაციას და განმარტავს, რომ დეზინფორმაციას ყოველთვის აქვს მიზანი და ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ან ეკონომიკური სარგებლის მიღება - "სამწუხაროდ, ადამიანების ნაწილი მახეში ებმება".