რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა უკრაინის ქალაქ დნიპროს საავადმყოფო, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
ამის შესახებ 26 მაისს ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„სარაკეტო თავდასხმა კლინიკაზე ქალაქ დნიპროში. ამ დროისთვის ერთი პირი დაიღუპა და 15 დაშავდა", - წერს ზელენსკი, რომელიც დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
გრძელდება თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია, დაშავებულებს აღმოუჩინეს დახმარება, ამოქმედდა ყველა საჭირო სამსახური, ავრცელებს ინფორმაციას ზელენსკი.