Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსეთთან და ბელარუსთან დაკავშირებულ  51 ფიზიკურ და 220 იურიდიულ პირს


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას, რომელთა შორისაა სოლიკამსკის მეტალურგიული ქარხანა, მინსკის საავტომობილო ქარხანა, ქიმიური პროდუქტების სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი და რამდენიმე სარემონტო ქარხანა.

სანქციების სიაში მოხვდნენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები და რუსეთის რკინიგზასთან დაკავშირებული საწარმოები, ასევე ბელარუსული კომპანიები: მინსკის მექანიკური ქარხანა და ს. ვავილოვის სახელობის, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა "მონოლითი".

უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებს და ქარხნების გენერალურ დირექტორებს.

კომპანიებისა და ადამიანების მიმართ შეზღუდვები დაწესებულია ათი წლის ვადით. პირთა შორის უკრაინამ შავ სიაში შეიყვანა სუდაკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სკოროხოდოვი.

XS
SM
MD
LG