Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ხიდაშელი - "გაკვირვებულები არიან საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯებით"


თამარ ხიდაშელი - "გაკვირვებულები არიან საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯებით"
please wait

No media source currently available

0:00 0:33:57 0:00

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) დირექტორი თამარ ხიდაშელი ყვება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ვიზიტზე ბრიუსელში. ჯგუფი შედგებოდა იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც მუშაობენ "სტატუსმეტრზე" - საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაზე:

"ისინი არიან გაკვირვებულები საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯებით. არაერთმა აღნიშნა მაისის დასაწყისში საქართველოს პრემიერმინისტრის მონაწილეობა უნგრეთში "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში", რომელსაც ევროკავშირის მოქმედი ლიდერებიდან მხოლოდ ვიქტორ ორბანი ესწრებოდა და კანდიდატი ქვეყნებიდან იყო მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი...

მეორე ნაბიჯი, რამაც ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია, იყო რუსეთთან ფრენების აღდგენა, როცა ევროკავშირს ჩაკეტილი აქვს სივრცე რუსული საჰაერო ხომალდებისთვის და ლავროვის ქალიშვილის შემოშვება, რომელიც არის სანქცირებული ევროპისა და აშშ-ის მიერ.

გვკითხეს, თქვენი აზრით, რა სურს საქართველოს ხელისუფლებას, რა სიგნალს გვიგზავნის, როცა ამას აკეთებსო.

კიდევ ხუთი თვეა დარჩენილი. ამ ხუთი თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და შეიძლება საქართველოსთვის პოზიტიურად დასრულდეს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არის ცალსახა მესიჯი, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული".

XS
SM
MD
LG