Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის გუბერნატორი: უკრაინის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სასაზღვრო დასახლებებს


დაზიანებული შენობა ბელგოროდში
დაზიანებული შენობა ბელგოროდში

უკრაინის მოსაზღვრე, რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა 29 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ერთდროულად გაუხსნეს ცეცხლი რამდენიმე სასაზღვრო დასახლებას.

ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ცეცხლის ქვეშ მოჰყვა ორი სამრეწველო ობიექტი სასაზღვრო ქალაქ შებეკინოში და ობიექტების ოთხი თანამშრომელი დაიჭრა. გლადკოვის თანახმად, რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბელგოროდი, რომელიც უკრაინის ხარკოვის რეგიონს ესაზღვრება, რამდენჯერმე მოექცა შეტევის ქვეშ მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა.

XS
SM
MD
LG