Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის დედაქალაქში პუშკინის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა


ალექსანდრ პუშკინის ძეგლის დემონტაჟი 2022 წლის დეკემბერში უკრაინაშიც განხორციელდა. საარქივო ფოტო
ალექსანდრ პუშკინის ძეგლის დემონტაჟი 2022 წლის დეკემბერში უკრაინაშიც განხორციელდა. საარქივო ფოტო

რიგის ძეგლთა სააგენტომ პოეტ ალექსანდრ პუშკინის ძეგლი დედაქალაქის მთავარი, კრონვალდის პარკიდან აიღო და მოგვიანებით მხატვართა კავშირის მუზეუმს გადასცემს. ამის შესახებ პორტალი LSM.lv იუწყება.

ქანდაკების გადატანის გადაწყვეტილება, როგორც გამოცემა განმარტავს, მიიღეს იმის გამო, რომ 2009 წელს რიგის ისტორიული ცენტრის შენარჩუნებისა და განვითარების საბჭომ და კულტურული ძეგლების დაცვის სახელმწიფო ინსპექციამ არ დაამტკიცეს მისი განთავსება კრონვალდის პარკში და ძეგლის სხვა ადგილზე გადატანის რეკომენდაციით გამოვიდნენ.

2023 წლის მარტის დასაწყისში რიგის საკრებულომ მიიღო ძეგლის სხვაგან გადატანის გადაწყეტილება, რასაც მხარი დაუჭირა რიგის საკრებულოს მმართველმა კოალიციამაც.

მანამდე რიგის საკრებულოს ძეგლთა საბჭომ დაუჭირა მხარი ქალაქში მდებარე ექვსი საბჭოთა ეპოქის ძეგლის დემონტაჟს ან სხვა ადგილზე გადატანას, რადგან ისინი "განადიდებენ საბჭოთა რეჟიმს."

აგვისტოს ბოლოს ლატვიის ხელისუფლებამ აიღო ნაცისტი დამპყრობლებისგან საბჭოთა ლატვიისა და რიგის განმათავისუფლებელი საბჭოთა არმიის მეომრების ძეგლი.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი თავის ტერიტორიაზე განათავსებს სხვა ქვეყნებში დემონტირებულ საბჭოთა მეომრების ძეგლებს.

2022 წლის აპრილიდან მოყოლებული, უკრაინაში პუშკინის ძეგლები, ბიუსტები და მემორიალური დაფები აიღეს კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ლვოვში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიეში და სხვა ქალაქებსა თუ დასახლებულ პუნქტებში.

XS
SM
MD
LG