Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს


საპროტესტო აქცია სოხუმში
საპროტესტო აქცია სოხუმში

სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე ადგილობრივი ოპოზიციის "სახალხო აქცია" დაიწყო.

აქციის მონაწილეები საპროტესტო პლაკატებით
აქციის მონაწილეები საპროტესტო პლაკატებით

აქციის ორგანიზატორები ეწინააღმდეგებიან „კანონებს აპარტამენტების, აფხაზეთში ჩასახლების, აფხაზური მიწების დარიგებისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის" შესახებ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნების ჩამონათვალი
აქციის მონაწილეების მოთხოვნების ჩამონათვალი

აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები სლოგანებით: „აფხაზეთი არ იყიდება“, „ენერგეტიკა ხალხის საკუთრებაა“, „ჩვენ აპარტამენტების წინააღმდეგი ვართ“.

სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს - დამონტაჟდა ლითონის ჯებირები, მავთულხლართები და ჩააყენეს ავტობუსები. ადგილზე ე.წ. უსაფრთხოების ძალების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

"კანონს აპარტამენტების ლეგალიზაციის შესახებ" აფხაზური საზოგადოება რამდენიმე თვეა აკრიტიკებს, დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია კი დაჟინებით მოითხოვს მის მიღებას.

დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ე.წ. მთავრობას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ და დე ფაქტო პრეზიდენტს მისი დათხოვნისკენ მოუწოდებენ, თუმცა ასლან ბჟანიამ უყურადღებოდ დატოვა ოპოზიციის ულტიმატუმი, რომლის ორკვირიანი ვადა ორი დღის წინ ამოიწურა.

XS
SM
MD
LG