Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებით 22 შეტევა მოიგერიეს


უკრაინელი სამხედრო საცეცხლე პოზიციაზე დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის 29 მაისი
უკრაინელი სამხედრო საცეცხლე პოზიციაზე დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის 29 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 64 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 88-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 შეტევა მოიგერიეს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მოწინააღმდეგე თავდაცვას განაგრძობს.

გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 1 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, 4 საარტილერიო ქვედანაყოფი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში განადგურებულია მოწინააღმდეგის 32 უპილოტო საფრენი აპარატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG