Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრი პოლიციის დღეს მადლობას უხდის თანამშრომლებს, პრემიერსა და საერთაშორისო პარტნიორებს


ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პროფესიული დღე მიულოცა თავის თანამშრომლებს. მან სიტყვით მიმართვის დროს მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, პრემიერ-მინისტრსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

"დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის", - თქვა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

მისი თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტია პოლიციელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება:

"მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის".

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე უწყებას გაუჭირდებოდა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

"ჩვენ მათთან მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, პირადად ჩემი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და ღირსეული პარტნიორობისთვის", - თქვა მან.

დღეს, 31 მაისს, საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.

XS
SM
MD
LG