Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რონდელის მსოფლიო რადარი": რუსეთს ნელ-ნელა ეუფლება პანიკა


"რონდელის მსოფლიო რადარი": რუსეთს ნელ-ნელა ეუფლება პანიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:56:34 0:00

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ეხმაურება უკრაინის კონტრშეტევისთვის მზადებას: "ყველას აქვს მოლოდინი, რომ იქნება დიდი სიურპრიზები. არავინ იცის სად, როგორი ტიპის და რა მასშტაბის იქნება ეს.

...რუსეთს ნელ-ნელა ეუფლება პანიკა, ვინაიდან ბელგოროდის ოლქი - გრაივორონი და შებეკინო ყოველდღიურად უპილოტო საფრენი აპარატების და სარაკეტო სამიზნეა. ცხადია, ეს არ არის რუსული სარაკეტო თავდასხმები საკუთარ ტერიტორიაზე".

ყოველკვირეული რუბრიკის ავტორი აგრეთვე აღნიშნავს:

"დღევანდელი პუტინი ის აღარ არის, რაც იყო 2000-იანების დასაწყისში, არამედ დღევანდელი პუტინი არის დემორალიზებული არმიით, ერთმანეთს წაკიდებული ყველაზე ბრძოლისუნარიანი "ვაგნერის" მეთაურით, გენერალურ შტაბითა და თავდაცვის მინისტრით.

...პუტინი არის დასუსტებული. მისი გენერალური ხაზი, რომ თითქოსდა მისი ძლევამოსილი არმია ათავისუფლებს საწყალ უკრაინელებს უკრონაცისტებისგან, ნარკომანებისგან და ბანდიტებისგან, გაქრა რეალურად მის პროპაგანდისტულ არხხებშიც კი. უკვე აღიარებენ ამ არხებზე - ვერ შევძელით, ვერ გავაკეთეთ, მიზნებს ვერ მივაღწიეთ, სტრატეგიული ამოცანები შესრულებული არ არის და ახლა უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის დაცვაზე, მოსკოვის დაცვის უზრუნველყოფაზე და ჩამოსტირით ცხვირპირი. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს".

XS
SM
MD
LG