Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააპატიმრეს "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 7 პირი


საილუსტრაციო ფოტო: გერმანიაში დააპატიმრეს "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი
საილუსტრაციო ფოტო: გერმანიაში დააპატიმრეს "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი

გერმანიის მასშტაბით ჩატარებული რეიდების შედეგად დააპატიმრეს შვიდი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან სირიაში მოქმედების დამფინანსებელი ქსელის წევრობაში.

ეჭვმიტანილები - ოთხი ქალი და სამი კაცი, გერმანიის, თურქეთის, მაროკოსა და კოსოვოს მოქალაქეები - დააპატიმრეს გერმანიის ხუთ შტატში, აცხადებენ ფედერალური პროკურორები.

ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა და, ზოგ შემთხვევაში, ექსპორტის კანონების დარღვევა.

პროკურორების განცხადებით, ეჭვმიტანილები იყვნენ "ფინანსური შუამავლები" ქსელისა, რომელშიც სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ორი მხარდამჭერი ტელეგრამით 2020 წლიდან ითხოვდა ფინანსურ შენატანებს. ბრალდებულები შენატანების შეგროვებაში და გაგზავნაში არიან ეჭვმიტანილნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG