Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება ბრძოლა, რუსეთზე დრონებით შეტევაზე ცნობების ფონზე


გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები აქრობენ ცეცხლს, რომელიც რუსეთის შეტევის შედეგად გაუჩნდა მანქანას. კიევი. 2023 წლის 30 მაისი
გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები აქრობენ ცეცხლს, რომელიც რუსეთის შეტევის შედეგად გაუჩნდა მანქანას. კიევი. 2023 წლის 30 მაისი

უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ბოლო 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკებები, აცხადებს უკრაინის არმია 31 მაისს, იმ ფონზე, როცა ადგილობრივი ოფიციალური პირები რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილ ახალ იერიშზე ლაპარაკობენ.

უკრაინის ძალებმა აღმოსავლეთში მოიგერიეს რუსეთის 22 შეტევა, აცხადებს გენერალური შტაბი თავის ყოველდღიურ ანგარიშში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თანახმად, დონეცკის ქალაქ ბახმუტზე და მის შემოგარენზე მოსკოვის შეტევის ინტენსივობა შემცირებულია. მალიარის თქმით, ბახმუტში - რომელიც თვეების განმავლობაში იყო ომის ეპიცენტრი - რუსეთის ძალები ქვეითთა ოპერაციებს აღარ ატარებენ და, როგორც ჩანს, ძალების გადაჯგუფებას მიმართავენ, თუმცა უკრაინის ძალებს კვლავ უხსნიან ცეცხლს.

რუსეთის მხრიდან წარუმატებელი შეტევები განხორციელდა ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში.

31 მაისს, დილით, რუსეთის კრასნოდარის რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, დრონით მიტანილმა შეტევამ ხანძარი გამოიწვია ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტზე. კონდრატიევის თქმით, მსხვერპლი არ არის და ხანძარი ლიკვიდირებულია.

XS
SM
MD
LG