Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინაში დაბრუნდა რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი


ქალი ეხვევა ორ შვილს, რომლებიც რუსეთში წაყვანის შემდეგ, აპრილში, ბელარუსის გავლით დააბრუნეს უკრაინაში
ქალი ეხვევა ორ შვილს, რომლებიც რუსეთში წაყვანის შემდეგ, აპრილში, ბელარუსის გავლით დააბრუნეს უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში დაბრუნდა 371 ბავშვი, რომლებიც ომის პერიოდში რუსეთის მიერ იყვნენ დეპორტირებული.

ზელენსკი ამ განცხადებით გამოვიდა უკრაინაში ბავშვთა უფლებების ცენტრის გახსნისას.

ამავე დროს, უკრაინაში ამუშავებულია გეგმა Bring Kids Back UA, რომელიც უკრაინის ხელისუფლების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მოქმედებს, რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დასაბრუნებლად.

"პირველი ნაბიჯი გადადგმულია - 371 ბავშვი სახლშია, უკრაინაში", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, აღრიცხულია სულ მცირე 20 000 ბავშვი, რომლებიც რუსეთის ძალებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG