Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-ის ხელმძღვანელი ლაპარაკობს პრინციპებზე, რომლებმაც უნდა აღკვეთოს კატასტროფა უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე


რაფაელ გროსი, IAEA-ის ხელმძღვანელი
რაფაელ გროსი, IAEA-ის ხელმძღვანელი

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინას და რუსეთს მოუწოდებს, დაიცვან ხუთი პრინციპი, რათა თავიდან იქნეს არიდებული კატასტროფა უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე.

რაფაელ გროსიმ 30 მაისს ეს პრინციპები ნიუ-იორკში, ზაპოროჟიეს სადგურზე უსაფრთხოების შესახებ გამართულ ბრიფინგზე, გააცნო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს. ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი ვითარება შეშფოთებას იწვევს მას მერე, რაც მასზე რუსეთის ძალებმა დაამყარეს კონტროლი, უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრიდან მალევე.

"სადგურიდან ან მის წინააღმდეგ არანაირი შეტევა არ უნდა განხორციელდეს", - უთხრა გროსიმ უშიშროების საბჭოს და დასძინა, რომ სადგურის ტერიტორია არ უნდა გამოიყენონ მძიმე იარაღის შესანახად ან სამხედროთა ბაზად, სადგურის არეალიდან შეტევის წარმოების მიზნით.

გროსი თვლის, რომ სადგურისთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო უნდა დარჩეს ელექტროენერგიის გარე წყარო, სადგურის ყველა მთავარი სისტემა დაცული უნდა იყოს შეტევებისა და საბოტაჟის აქტებისგან და არ უნდა განხორციელდეს რაიმე ქმედება, რომელიც ამ პრინციპებს დაარღვევდა.

XS
SM
MD
LG