Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბერნატორის თქმით, რუსეთში, ბელგოროდში, თავშესაფარზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა ერთი ადამიანი


ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში, სამოქალაქო პირების დროებითი თავშესაფრისთვის გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა ერთი ადამიანი, დაიჭრა ორი, - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი 30 მაისს. იგი უკრაინის ძალებს ადანაშაულებს საარტილერიო ცეცხლის გახსნაში.

"მოკლულია დაცვის წევრი, დაიჭრა ორი პირი", - წერს გლადკოვი ტელეგრამით და დასძენს, რომ დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

თავდასხმა მოხდა ბელგოროდის რეგიონის შებეკინოს არეალში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და ბოლო კვირებში რამდენიმე იერიშის სამიზნე გახდა, რის გამოც სამოქალაქო პირები დროებით თავშესაფრებს აფარებენ თავს.

გლადკოვმა თქვა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება "რეალურად ომია" - ანუ გამოიყენა სიტყვა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება თავს არიდებს უკრაინაში მიმდინარე შეტაკებების აღწერისას.

უკრაინის მხარეს არ გაუვრცელებია განცხადება თავდასხმის შესახებ.

XS
SM
MD
LG