Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძის თქმით, ზურაბიშვილს შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც პოზიტიურად შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში


პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე

ევროპარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე. მისი შეფასებით, პრეზიდენტს სწორი გზავნილები აქვს, თუმცა რჩება უკმაყოფილების გრძნობა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ზურაბიშვილს შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც პოზიტიურად შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში - გამოეცხადებინა „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება.

„ყველა განცხადება უკრაინის სოლიდარობასთან დაკავშირებით, რუსეთის რეჟიმის შეფასების კუთხით, ხელისუფლების კურსის ცვლილებაზე და სხვათა შორის, ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენების ჩათვლით, სწორი გზავნილები აქვს და ეს გზავნილები გადატანილი იყო ამ მაღალ ტრიბუნაზე, თუმცა რჩება უკმაყოფილების გრძნობა, რადგან შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად - შეეძლო დღესვე ეთქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თუ მას შეიწყალებს მაშინ, როცა სტატუსის მიღების საკითხი მოახლოვდება და თუ მას უნდა, თავის აგური დადოს ამ ქმედებით, ეს იქნება ცუდი, რადგან უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა არის არაჰუმანური და მას ამას არავინ დაუფასებს, რადგან იქნება დაგვიანებული. მთლიანობაში დადებითად ვაფასებ მის გამოსვლას, მაგრამ იყო მეტი მოლოდინი", - თქვა გოცირიძემ.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.

XS
SM
MD
LG