Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი კიშინიოვში ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინიოვში. 2023 წლის 1 ივნისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინიოვში. 2023 წლის 1 ივნისი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტი მიმდინარეობს.

კიშინიოვში მყოფმა ზელენსკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ბევრი ორმხრივი შეხვედრა ექნება. უკრაინის პრეზიდენტი განსახილველ საკითხებს შორის ასახელებს ქვეყნის თავდაცვის ძალებისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას, ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის ინტეგრაციას და უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“.

კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

XS
SM
MD
LG