Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიაუნის პროფესორების განცხადებით, უნივერსიტეტის წინააღმდეგ დაუსაბუთებული ბრალდებები ვრცელდება


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამ ტელეკომპანიის ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ გასულ ცნობებს ეხმაურებიან ამავე უნივერსიტეტის პროფესორები. ისინი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტს ყველა კანონიერი საშუალებით დაიცავენ.

„რამდენიმე დღეა ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მედიით გავრცელებული დაუსაბუთებელი ბრალდებების სერიას.

მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში - „იმედი", „პოსტივი" და „რუსთავი 2" - თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა.

ამ კამპანიის გამოხატულებას წარმოადგენდა დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში გასული სიუჟეტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელიც უკავშირდებოდა ავტოავარიას, უბედურ შემთხვევას და რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ვაცხადებთ, რომ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს [დავიცავთ], რომელიც უნდა აგრძელებდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული დაცვით, რათა ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებების დანერგვას სტუდენტებში, მომავალ თაობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერთა სია

Ნინო ცინცაძე

Ზაალ ანდრონიკაშვილი

Თინათინ მარგალიტაძე

Ნინო ჯავახიშვილი

Ნინო მირზიკაშვილი

Თინათინ კახნიაშვილი

Ნიკოლოზ ყაველაშვილი

Აკაკი ზოიძე

Თამარ ცოფურაშვილი

Დავით მიქელაძე

Რევაზ (ბაჩო) სოლომონია

Ირაკლი ფორჩხიძე

Მაია თოდუა

Იაგორ კალანდაძე

Გიგა ზედანია

Ზურაბ გურიელიძე

Ჯანა ჯავახიშვილი

Ქეთევან ერემაძე

Ლია ლორია

Ფლორიან მიულფრედი

Ელენე გავაშელიშვილი

Ნინო მხეიძე

Მარიეტა ჩიხლაძე

Თათია კეკელია

Თამარ მახარობლიძე

Მარიამ დალაქიშვილი

Სერგო რატიანი

Ნინო რჩეულიშვილი

Სულხან მუხიგულაშვილი

Ტარიელ სიხარულიძე

Ნათია ანდღულაძე

Ნანა ნარმანია

Ელენე ჟურავლოვა

Კონსტანტინე ჩოკორაია

Ირინე გურული

Ჯაბა მესხიშვილი

Თამარა გრძელიძე

Ვახტანგ ჯღამაია

Თამარ ჭეიშვილი

Ლალი შანშიაშვილი

Ქეთევან გურჩიანი

Დავით თარხნიშვილი

Მარი მურცხვალაძე

Ივანე აბიათარი

Ემზარ ჯგერენაია

Გიორგი მელაძე

Მაია სეფაშვილი

Ზაზა მეიშვილი

Მარინა ადამია

Კახაბერ კურტანიძე

Რეზო მარსაგიშვილი

Დავით აფრასიძე

Ნოდარ ლადარია

Დავით დარჩიაშვილი

Თამარ კინწურაშვილი

Გიორგი პაპუაშვილი

Ლუკა ნახუცრიშვილი

Არჩილ აბაშიძე

Გიგა გამყრელიძე

Ეკა ლეფსვერიძე

Თამარ ბარბაქაძე

Თეა გოდოლაძე

Დავით მიქელაძე

Მარიკა კაპანაძე

Შორენა საძაგლიშვილი

Ხათუნა დოლიძე

Ია კუპატაძე

Გია ჯაფარიძე

Თამარ გურჩიანი

Ნინო მატარაძე

Ბიძინა კაპანაძე

Ნატო დარჩია

Მიხეილ ელაშვილი

Თამარა ბასიშვილი

Ალექსანდრე გავაშელიშვილი

Ბელა წიფურია

Გიორგი ჯავახიშვილი

Დავით პაიჭაძე

Ლევან ცაგარელი

Მაკა კორძაძე

Ქეთევან კუპატაძე

Ზურა ჯავახიშვილი

Თინათინ ჭინჭარაული

Მარიკა მეგრელიშვილი

Ბელა ჯაფოშვილი

Ლევან მუმლაძე

Სოფიკო ლობჟანიძე

Გიორგი დალაქიშვილი

Ბექა მინდიაშვილი

Ნიკოლოზ ონიანი

Კონსტანტინე კუბლაშვილი

Ნათია კოპალიანი

Თინათინ გოლეთიანი

Ნათია კოპალიანი

Ეკატერინე თევდორაძე

Ზურაბ ჭიაბერაშვილი

Მაკა ლაშხია

Ლევან ბერძენიშვილი

Ელენე ტატიშვილი

Ბეჟან ჯავახია

Ლაშა სუხიშვილი

Თამარ თოლორდავა

Ნოდარ ბახტაძე

Ბიძინა შერგელაშვილი

Ნინო პატარაია

Დავით მალაზონია

Ქეთევან ბაცაცაშვილი

Მარინე კიკვიძე

Გოგი გვახარია

Ნინო ჭიაბრიშვილი

Ეკატერინე შავერდაშვილი

Ოთარ აბდალაძე

Ირმა კირთაძე

Ირინა ლორთქიფანიძე

Შალვა ბარჯაძე

Დავით ოტიაშვილი

Თამარ მოსიაშვილი

Ლაშა ბაქრაძე

Ხათუნა ხაბულიანი

Ვახტანგ ბალავაძე

Სოფია ადამია

Ნელი დათუკიშვილი

Მანანა ჯავახიშვილი

Ალექსეი იანჩუკოვი

Სოფო კილასონია

Მარინე მოსულიშვილი

Მზაღო დოხტურიშვილი

Მანანა რატიანი

Ნინო ჭიჭინაძე

Ეკა სლოვინსკი

ზურა ჯანელიძე

ნატა მეფარიშვილი

ნინო დანელია

კონსტანტინე ლადარია

დავით მაისურაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობას უკავშირებს მის და საგანმანათლებლო დაწესებულების წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას. უნივერსიტეტის მიმართ ბრალდებებს ორგანიზაცია "სტუდენტები სამართლიანობისთვის" ავრცელებს, ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედიასაშუალებები კი აშუქებენ.

ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან ლაკირბაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახალგაზრდების ამ ჯგუფის საქმიანობა თვალშისაცემი მათთვის რამდენიმე დღის წინ გახდა - მაშინ, როცა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების გადაცემაზე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაუფორმა, ამ ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა.

"რაში დაიხარჯა თითქმის 320 მილიონი ლარი - პასუხგაუცემელი კითხვები და სტუდენტები ილიას უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ. ახალგაზრდები ნინო დობორჯგინიძეს ფინანსური დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებენ", - ასე წარადგინა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა 29 მაისს გაშუქებული აქცია. სიუჟეტი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.

გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ახალგაზრდების ამ ჯგუფის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფენ, დამატებით დასძენენ, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არ არიან ამ უნივერსიტეტის სტუდენტები.

"კამპანია დაიწყო ბრალდებებით, ასახელებენ 318 მილიონს, რომ ეს თანხა გავფლანგეთ. არ ვიცით, ეს რიცხვი საიდან მოვიდა. შემოვიდა კითხვები, პასუხები გავეცით. მათ რაც მოითხოვეს, გავეცით", - ამბობს ქეთევან ლაკირბაია.

უნივერსიტეტის ნაერთი ბიუჯეტის დოკუმენტები წლების მიხედვით გამოქვეყნებულია ვებგვერდზე.

დღეს, 2 ივნისს კი, ახალგაზრდების ამ ჯგუფმა კიდევ ერთხელ მიიქცია იმ მედიასაშუალებების ყურადღება, რომლებიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის მიხედვით, ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მაუწყებლებად არიან შეფასებული.

"მივმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს, უარყოს ან დაადასტუროს ფაქტი, არის თუ არა ნასამართლევი", - თქვა "რუსათვი 2-ისა" და "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტებში ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, ენი ჩერქეზიშვილმა.

ამ მასალების ნახვის შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ფეისბუკში პოსტი გამოაქვეყნა.

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა...

დღევანდელი სიუჟეტით ბოლოს და ბოლოს გაირკვა რეალური მიზეზი, რატომ დაესხნენ თავს ილიას უნივერსიტეტს. არანაირი ფინანსური საფუძველი რომ არ არსებობდა, თავადაც კარგად იცოდნენ.

ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის", - დაწერა რექტორმა.

რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დამატებით უთხრა, რომ მათ წინააღმდეგ კამპანია "უკავშირდება იმას, რომ ილიას უნივერსიტეტი არის ევროპული ღირებულებების უნივერსიტეტი".

ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი იყო საქართველოში, რომლის სტუდენტებსაც 24 მარტს საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვდა - 7-9 მარტის აქციების ფონზე, რომელშიც გარდამტეხი როლი ახალგაზრდების პროტესტმა იქონია, მინისტრმა სტუდენტებთან გასაუბრება თავად მოისურვა. შეხვედრა საქართველოში გერმანიის საელჩოს პროტოკოლით დაიგეგმა.

XS
SM
MD
LG