Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის მოადგილემ აქციაზე დაკავებულები ინახულა


სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გუშინ აქციაზე დაკავებულები თელავისა და გურჯაანის იზოლატორებში მოინახულეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა.

ელენე ღუდუშაურმა განაცხადა, რომ დაკავებულები იზოლატორში ყოფნისას უფლებადარღვევებზე არ ლაპარაკობენ, თუმცა პრეტენზიები აქვთ დაკავებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია, რომ ზოგიერთ აქტივისტს საკვების წვდომასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ამ საკითხის შესწავლას, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არ იციან.

ომბუდსმენის წარმომადგენელი დაკავებულების ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის იზოლატორში გადაყვანის პრაქტიკას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს დამატებით პრობლემებს ქმნის, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატისთვისაც - ართულებს დაკავებულების პოვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG