Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ სუდანის დედაქალაქში შეტაკებებია


სუდანი
სუდანი

4 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, შეტაკებებია სუდანის დედაქალაქის, ხარტუმის რამდენიმე არეალში - იუწყებიან ქალაქის მცხოვრებნი. აქტივისტთა შეფასებით, შეტაკებების ესკალაციას სულ მცირე 40 ადამიანი შეეწირა.

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას, სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 მაისს ამოქმედდა და 3 ივნისს, გვიან ამოიწურა.

საუდის არაბეთისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ შეტაკებების ინტენსივობა ოდნავ შეამცირა და შესაძლებელი გახადა შეზღუდული რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა, თუმცა ადრინდელი, ანალოგიური შეთანხმებების მსგავსად, ისიც ხშირად ირღვეოდა. შეთანხმების გახანგრძლივების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები 2 ივნისს ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG