Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგია იძიებს, იყენებდნენ თუ არა პროუკრაინული ჯგუფები მის იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე


ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო.

ბელგია უკრაინას ახსნა-განმარტებას მოსთხოვს გავრცელებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ პრო-უკრაინულმა ძალებმა ბელგიაში წარმოებული შაშხანები გამოიყენეს რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 5 ივნისს.

Washington Post-ი 3 ივნისს იტყობინებოდა, რომ კრემლის წინააღმდეგ მებრძოლები, რომლებმაც გასულ თვეში უკრაინიდან საზღვრის გადაღმა განახორციელეს შეტევა რუსეთის ბელგოროდის რეგიონში, იყენებდნენ ტაქტიკურ მანქანებს, რომლებიც თავდაპირველად უკრაინას გადაეცა შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ, და შეიარაღებული იყვნენ ბელგიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმოებული შაშხანებით.

დე კრომ უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ინფორმაციის დადასტურებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG