Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლო: პოლონეთის მართლმსაჯულების რეფორმა არღვევს ევროკავშირის კანონს


ევროკავშირმა 5 ივნისს გააღრმავა კანონის უზენაესობის სფეროში მიმდინარე უთანხმოება თავის წევრ სახელმწიფოსთან, პოლონეთთან, როცა ბლოკის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ვარშავა არ დაემორჩილა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ევროკავშირის წესებს, რის გამოც ჯარიმების სახით უკვე დაკარგა ნახევარ მილიარდ ევროზე დიდი თანხა.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განაჩენი, რომ პოლონეთში 2019 წელს გატარებული მართლმსაჯულების რეფორმა ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის კანონებს - მას შემდეგ, რაც ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ, ევროკომისიამ დაასკვნა, რომ პოლონეთის უზენაეს სასამართლოს აკლდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აუცილებელი ხარისხი.

XS
SM
MD
LG