Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის წინააღმდეგ ახალ საქმეზე პირველი მოსმენა 19 ივნისს გაიმართება


ვლადიმირის ოლქის სოფელ მელეხოვოს მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონია ნომერი 6, რომელშიც ალექსეი ნავალნი იხდის პატიმრობას. 23 ივნისი, 2022.
ვლადიმირის ოლქის სოფელ მელეხოვოს მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონია ნომერი 6, რომელშიც ალექსეი ნავალნი იხდის პატიმრობას. 23 ივნისი, 2022.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს პირველი სხდომა 19 ივნისს არის ჩანიშნული. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლო გასვლით სხდომებს გამართავს ვლადიმირის ოლქის მე-6 კოლონიაში, სადაც ნავალნი იხდის სასჯელს. იარმიშის თქმით, პირველი შეხვედრა ღია იქნება: „ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტები უნდა დაუშვან“, - დასძინა მან.

6 ივნისს კოლონიაში გაიმართა სხდომა, რომელზეც ჟურნალისტები არ შეუშვეს.

ნავალნის ახალი ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით. ამ მუხლებიდან ყველაზე მძიმე არის ექსტრემისტული თემის შექმნა. ასეთ თემებად რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს კორუფციასთან ბრძოლის ფონდს და ნავალნის შტაბებს. ამ მუხლით მას შეიძლება ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

სხვა მუხლებია ექსტრემიზმისკენ მოწოდებები, არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, ექსტრემიზმის დაფინანსება, არასრულწლოვანთა ჩართვა საშიშ ქმედებებში და ნაციზმის რეაბილიტაცია. ტერორიზმის შესახებ მუხლის ეპიზოდი ცალკე საქმედ არის გამოყოფილი.

თავად ნავალნი და მისი თანამოაზრეები სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG