Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მოგლიჯა - მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

დღეს დილიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა ქარმა ათეულობით შენობა, ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

ასწლოვანი ხეებია მოგლეჯილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ხე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი და კედლები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

„რაც მთავარია, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. დაზიანებულია სახურავი და მეორე სართულის ნაწილი. მომავალ დღეებში მოხდება შენობის მდგრადობის შემოწმება და შემდეგ აღდგენაზე დავუწყებთ მუშაობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი სულამანიძემ, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხში მოგლეჯილი ხე დაეცა საქართველოს მელიორაციის სამსახურის კუთვნილ მანქანას, ასევე ხეებია წაქცეული პირველი ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული აქვთ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს. ლაგოდეხის მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი ამბობს, რომ მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს შესაბამისი ზიანის აღწერა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა სულ მცირე 15-მდე საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი. დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენებიც. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

XS
SM
MD
LG