Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გზების 238 კმ-ზე მანქანის სიჩქარე კონტროლდება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს გზების 1673-კილომეტრიან მონაკვეთზე მანქანის სიჩქარე სპეციალური მოწყობილობებით კონტროლდება. მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ტრანსპორტის მოძრაობის საშუალო სიჩქარის გამოსათვლელად შექმნილია 441 სექციური მონაკვეთი.

ამ მოწყობილობების არეალში შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია გამოთვალოს, ნებისმიერ ორ ან მეტ წერტილს შორის მანძილის გასავლელად სატრანსპორტო საშუალებამ რა დრო დახარჯა და ხომ არ გადააჭარბა დადგენილ სიჩქარეს.

მთავრობის ერთწლიანი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გზების 238-კილომეტრიან მონაკვეთზე ტრანსპორტის საშუალო სიჩქარის გამოსათვლელად მოწყობილია ე.წ. 81 სექცია.

​გარდა ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამონტაჟდა 1 309 ვიდეოკამერა: 969 − ზოგადი ხედვის, ხოლო 340 − ნომრის ამომცნობი. სულ ქვეყანაში დამონტაჟებულია 6 765 ვიდეოკამერა: 4 572 − ზოგადი ხედვის, ხოლო − 2 193 ნომრის ამომცნობი.

გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობის დროს სიჩქარის განსხვავებული შეზღუდვა მოქმედებს - წესის დარღვევისთვის ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია გათვალისწინებული:

  • დადგენილ სიჩქარეზე 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის გათვალისწინებულია 50-ლარიანი ჯარიმა;
  • დადგენილ სიჩქარეზე 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის ჯარიმა 300 ლარია.
XS
SM
MD
LG