Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას


საილუსტრაციო ფოტო.სარაკეტო სისტემა Patriot-ი
საილუსტრაციო ფოტო.სარაკეტო სისტემა Patriot-ი

აშშ-ს მზად აქვს უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი გადაწყვეტილებას დღეს, 9 ივნისს, გამოაცხადებს.

წყაროთა თანახმად, მორიგი დახმარება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ითვალისწინებს უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების, Hawk-ის და სისტემა Patriot-ისთვის ორი სახეობის საზენიტო რაკეტების შეძენას.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 37,6 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG