Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

112 შეფერხებით მუშაობს - დარეკვა შესაძლებელია სხვა 8 ნომერზე


საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ოფისი
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ოფისი

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცხელი ხაზი, 112, შეფერხებით მუშაობს, თუმცა უწყება აქვეყნებს 8 ალტერნატიულ ნომერს, რომლებზე დარეკვაც ხარვეზის აღმოფხვრამდე იქნება შესაძლებელი.

112 გადაუდებელი დახმარების ერთიანი ცხელი ხაზია, რომელიც იღებს შეტყობინებებს პატრულის, სასწრაფოსა და სახანძრო ჯგუფების გამოძახების საჭიროებაზე.

დახმარების აღმოსაჩენად დარეკვა შესაძლებელია ნომრებზე:

  • 599 84 22 06
  • 598 08 77 61
  • 577 01 11 39
  • 577 01 11 74
  • 591 54 43 84
  • 591 94 68 40
  • 591 94 68 70
  • 591 54 43 75

"ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის", - წერია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG