Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: წყალდიდობის გამო ასიათასობით უკრაინელი ცდილობს სასმელი წყლის მოპოვებას


წყალდიდობა უკრაინაში. 2023 წლის ივნისი
წყალდიდობა უკრაინაში. 2023 წლის ივნისი

ასიათასობით უკრაინელი ცდილობს სასმელი წყლის მოპოვებას უკრაინის სამხრეთში მასშტაბური წყალდიდობის გამო, რომელიც მოჰყვა მიმდინარე კვირაში კახოვკის კაშხლის განადგურებას მდინარე დნეპრზე, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამაშველო სამუშაოების ფონზე, რომლებითაც რაც შეიძლება მეტი ადამიანის სამშვიდობოს გაყვანას ცდილობენ.

"ევაკუაცია გრძელდება, - ამბობს ზელენსკი ტელეგრამით 9 ივნისს და დასძენს, - სადაც შეგვიძლია ადამიანების გაყვანა წყალდიდობის ზონიდან, ამას ვაკეთებთ". უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ 40-ზე მეტ დასახლებაში ადამიანებს ცხოვრება ურთულეს პირობებში უწევთ, შეზღუდულია წვდომა სასმელ წყალზე.

ზელენსკი იმეორებს, რომ უკრაინა რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას კაშხლის განადგურებაზე. "ვაზუსტებთ მეტ დეტალს იმ ზიანზე, რომელიც რუსეთმა გამოიწვია ამ კატასტროფით. რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხალხის, ბუნების და საკუთრივ სიცოცხლის წინააღმდეგ განზრახ ჩადენილი ამ დანაშაულისთვის", - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ 9 ივნისს განაცხადა, რომ კახოვკის ჰესის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, რომლის მასშტაბიც 600-მდე კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა, დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაკარგულია 13 პირი.

XS
SM
MD
LG