Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მხარდაჭერა აღუთქვა ვლადიმირ პუტინს


კიმ ჩენ ინისა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ვლადივოსტოკში. 25 აპრილი, 2019.
კიმ ჩენ ინისა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ვლადივოსტოკში. 25 აპრილი, 2019.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ხელს ჩასჭიდებს“ და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას. ამის შესახებ 12 ივნისს იტყობინება სახელმწიფო მედიასაშუალება KCNA.

კიმმა ეს განცხადება გააკეთა პუტინისადმი მიმართვაში, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა რუსეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. ამ გზავნილში კიმი იცავს უკრაინაში შეჭრის თაობაზე პუტინის გადაწყვეტილებას და „სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას“ გამოუხატავს მას.

„სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი გამარჯვების ისტორიას კვლავაც შეჰმატებს დიდებას“, - ნათქვამია კიმ ჩენ ინის განცხადებაში, რომელსაც KCNA აქვეყნებს.

ჩრდილოეთი კორეა - იზოლირებული კომუნისტური დიქტატურა - კრემლთან კავშირების გამყარებას ცდილობს. მან მხარი დაუჭირა მოსკოვს გასულ წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG