Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში რვა ჟურნალისტი დააკავეს ექსტრემიზმის ბრალდებით


საილუსტრაციო ფოტო: ბელარუსის ერთ-ერთი ციხე. 2020 წლის აგვისტო
საილუსტრაციო ფოტო: ბელარუსის ერთ-ერთი ციხე. 2020 წლის აგვისტო

ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სვეტლოგორსკში პოლიციამ 12 ივნისს ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავა რვა ჟურნალისტი, რომლებიც მუშაობდნენ ტელეარხ Ranak-ზე. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება რეპრესიები დამოუკიდებელი ჟურნალისტების და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რას შეეხება ბრალდებები. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა, ბრალდება უკავშირდებოდეს იმას, რომ ჟურნალისტები იყვნენ სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებში" "სვეტლიკ სვეტლოგორსკის" სახელით მოქმედი ჯგუფის წევრები, თუმცა ეს ჯგუფი ექსტრემისტულად მიჩნეული არ არის. სხვა ინფორმაციით, ჟურნალისტებისთვის წაყენებულ ბრალდებას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ქალაქის ცენტრალურ სადგურზე მომხდარი სისხლიანი აფეთქების შესახებ ცნობებთან.

XS
SM
MD
LG