Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12-მდე გაიზარდა კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი


რუსული რაკეტით კრივოი-როგში 13 ივნისს განადგურებული სახლი
რუსული რაკეტით კრივოი-როგში 13 ივნისს განადგურებული სახლი

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგის კლინიკაში გარდაიცვალა 67 წლის კაცი, რომელიც მძიმედ დაშავდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 13 ივნისს განხორციელებული სარაკეტო შეტევისას. ინფორმაცია დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ვილკულმა.

დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. 13 ივნისს, რუსული რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. 14 ივნისი-კრივოი როგში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წუხანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში მყოფი გემიდან ოდესას ესროლა 4 რაკეტა „კალიბრი“.

XS
SM
MD
LG