Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაზე თავდასხმის შემდეგ უკრაინამ ისევ მოითხოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრება


რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული შენობა ოდესაში. 2023 წლის 14 ივნისი
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული შენობა ოდესაში. 2023 წლის 14 ივნისი

უკრაინის ხელისუფლებამ დღეს კვლავ მოითხოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერება.

ოდესაზე სარაკეტო შეტევის შემდეგ, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსების მიერ გამოყენებულ თითოეულ რაკეტა „კალიბრში“ უცხოური წარმოების სულ მცირე 40 დეტალია.

ერმაკის განცხადებით, მიკროელექტრონიკის გარეშე რუსეთს ამ რაკეტების წარმოება არ შეუძლია, ამიტომ, სანქციები უნდა გაძლიერდეს მათ წინააღმდეგ, ვინც ტერორისტ ქვეყანას ეხმარება. ერმაკი არ აკონკრეტებს რომელი ქვეყნების მიერ წარმოებული დეტალებია რუსულ რაკეტა „კალიბრში“.

ქალაქ ოდესაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წუხანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. დანგრეული და დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსი, ბიზნეს-ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, კვების ობიექტები, მაღაზიები და საწყობები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში მყოფი გემიდან ოდესას ესროლა 4 რაკეტა „კალიბრი“.

XS
SM
MD
LG