Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პეტრ პაველი: „ნატოს ომი რუსეთთან არავის სურს“


ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტში ნატოს ალიანსის ცალკეული ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის სამხედროების მონაწილეობა, რუსეთთან ომში ნატოს ჩართვა იქნებოდა.

„ვფიქრობ, რომ ასეთი ომი არავის სურს, რადგან, მიუხედავად რუსეთის არმიისა და რუსეთის სახელმწიფოს მთელი სისუსტისა, ასეთი სცენარის შემთხვევაში, ძალიან სავარაუდოა, რომ ისინი (რუსები) ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მიმართავენ. მოსკოვმა ამაზე არაერთხელ მიანიშნა. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თითოეული გონიერი პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, გამორიცხავდა ასეთ ვარიანტს [ნატოს ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში]“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

პეტრ პაველმა, რომელიც 2015-2018 წლებში ნატოს სამხედრო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ალიანსის მომდევნო სამიტზე იგი მოელის „უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების შესახებ მძლავრი ფორმულირებების მიღებას“. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე ასევე მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელი ნატო-უკრაინის კომისიის სტატუსი ნატო-უკრაინის საბჭოს დონემდე ამაღლდება.

XS
SM
MD
LG