Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის ოლქში სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად


ბოლო მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შემდეგ, კიევის მიერ კონტროლირებად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციაში განუცხადეს. დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი.

ჯამში, ხერსონის რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დატბორილია სამ ათასზე მეტი სახლი.

თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ ტელეგრამში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 18 ადამიანის დადასტურებული დაღუპვის შესახებ განაცხადა. საავადმყოფოებში 90-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს. ევაკუირებულია 7,5 ათასი ადამიანი.

წყალდიდობის ფონზე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციების, კერძოდ, ქოლერის შესაძლო აფეთქებას ვარაუდობს. უწყების ინფორმაციით, წყლის ზედაპირზე მიკრობიოლოგიური აქტივობა დაფიქსირდა. ჯერ არ არის გამოვლენილი დაავადებების შემთხვევები, მაგრამ ექიმები ემზადებიან სიტუაციის არახელსაყრელი განვითარებისთვის.

  • კახოვკის კაშხალი დაინგრა 6 ივნისის ღამეს. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და ჰესის გარღვევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.
  • ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ კაშხლის ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამას ხელი შეუწყო ადრეულმა დაზიანებამ ან წყლის წნევის მატებამ.
XS
SM
MD
LG