Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფორუმზე, სადაც პუტინი უნდა გამოვიდეს, მობილურ ინტერნეტს გათიშავენ


ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. 2022 წლის 17 ივნისი
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. 2022 წლის 17 ივნისი

მობილური ინტერნეტი არ იმუშავებს სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც დღეს უნდა მიმართოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

ფორუმის ორგანიზატორი „როსკონგრესის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ „მობილური კავშირის ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე ტექნიკური სამუშაოების“ გამო, ფორუმზე დამსწრეებს მობილური მოწყობილობებიდან ინტერნეტზე წვდომა არ ექნებათ. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველზე, ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის მდივან ანტონ კობიაკოვზე დაყრდნობით წერს, რომ მონაწილეები და სტუმრები ისარგებლებენ ფორუმის შიდა Wi-Fi ქსელით.

ინფორმაცია, რომ პუტინის გამოსვლის გამო მობილურ ინტერნეტს გათიშავენ, ჯერ კიდევ წუხელ გაავრცელა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ფარიდა რუსტამოვამ. მისი წყაროები არიან მობილური კავშირის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი და სანქტ-პეტერბურგის ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე. რუსტამოვას თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია უპილოტო საფრენი აპარატებით შესაძლო შეტევის აღსაკვეთად. ჟურნალისტის ინფორმაციით, პუტინის უსაფრთხოებისთვის ინტერნეტი 7-9 ივნისსაც გათიშეს სოჭსა და ადლერში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ევრაზიულ კონგრესს ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG