Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც დაუშვეს ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება


ლგბტ წყვილი ქორწინებისას ბუენოს-აირესში.
ლგბტ წყვილი ქორწინებისას ბუენოს-აირესში.

რიიგიკოგუმ - ესტონეთის პარლამენტმა - მიიღო ცვლილებები, რომლებიც ქორწინების უფლებას აძლევს ერთი სქესის წყვილებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ERR.ee იტყობინება.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 34, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. გარდა ქორწინებისა, ჰომოსექსუალ პარტნიორებს უფლება მიეცათ, შვილები აიყვანონ მეორე ბიოლოგიური მშობლის თანხმობით. ასევე, ძალაში რჩება ერთად ცხოვრების შესახებ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა, რომელიც ესტონეთის კანონმდებლობაში 2016 წელს იქნა მიღებული.

ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შესახებ კანონი 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. 2023 წლის მდგომარეობით, ჰომოსექსუალური ურთიერთობები შეიძლება დაკანონდეს კიდევ 34 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, სლოვენიასა და კუბაში. ისრაელი ასევე აღიარებს ერთნაირი სქესის პირთა მიერ საზღვარგარეთ გაფორმებულ ქორწინებებს.

რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები - მოქალაქეებისთვის 400 000 რუბლამდე და ორგანიზაციებისთვის ხუთ მილიონ რუბლამდე.

XS
SM
MD
LG