Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი ვორონეჟში ნავთობის ბაზაზე თავდასხმას ადასტურებს


ფოტო ევგენი პრიგოჟინის ტელეგრამარხიდან
ფოტო ევგენი პრიგოჟინის ტელეგრამარხიდან

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგრენის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ტელეგრამარხით იუწყება, რომ ვორონეჟის ნავთობბაზაზე თავდასხმა მოიერიშე ვერტმფრენით განხორციელდა.

მანამდე, სოციალურ ქსელებში, მათ შორის ტელეგრამარხებში ვრცელდებოდა, სავარაუდოდ, ვორონეჟში ნავთობის ბაზაზე ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები.

განახლება:

"ვორონეჟში დიმიტროვის ქუჩაზე მდებარე ნავთობის ბაზაზე, არსებულ საწვავის რეზერვუარზე გაჩენილი ხანძრის ქრობა მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს 100-ზე მტი მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა. პირველადი მონაცემებით მსხვერპლი არ არის", - აცხადებს ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი.

მანამდე ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში ოპერატიულ-საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მან უარყო უშუალოდ ქალაქში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალების ყოფნის თაობაზე სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები.

რადიო თავისუფლება ეყრდნობა მხარეების მიერ საინფორმაციო არხებით გარცელებულ ცნობებს, რომელთა უტყუარობის გადამოწმება ომის პირობებში ვერ ხერხდება.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

ასევე ნახეთ

XS
SM
MD
LG