Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინსა და ერდოანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

კრემლის ვებსაიტზე გამოქვენებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას „შეიარაღებული ამბოხის მცდელობასთან“ დაკავშირებით „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“.

„თურქეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებისადმი“, - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

თურქული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ ფიგურირებს ცნობა სატელეფონი ზარის ინიციატორი მხარის შესახებ. ასევე არ წერია, რომ ერდოანმა „სრული მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებისადმი“.

„ანადოლუს“ თანახმად, ერდოანმა გამოხატა თურქეთის მზადყოფნა შეიტანოს შესაძლო წვლილი რუსეთის ფედერაციაში სიმშვიდის სწრაფად უზრუნველყოფაში და ხაზი გაუსვა საღი აზრის შენარჩუნების მნიშვნელობას მიღებულ გადაწყვეტილებებში“.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა პროცესების სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების იმედი გამოთქვა.

მანამდე პუტინი ტელეფონით ესაუბრა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალიაქსანდრ ლუკაშენკას. რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, პუტინი ასევე ელაპარაკა უზბეკეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს.

23 ივნისის საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.

XS
SM
MD
LG