Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი კოსოვოელი პოლიციელი გათავისუფლდა სერბეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით


ცენტრალური სერბეთის ქალაქ კრალევოს სასამართლომ 26 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, გათავისუფლდეს სამი კოსოვოელი პოლიციელი, რომლებიც მიმდინარე თვეში სერბეთ-კოსოვოს საზღვართან დააკავეს სერბეთის წარმომადგენლებმა იმ ფონზე, როცა ორ მეზობელს შორის დაძაბულობა ისედაც გაღრმავებულია.

სამ პირს, რომლებსაც მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებენ, ბრალად ედებოდა იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო წარმოება, ფლობა, ტარება და ტრეფიკინგი.

სამი პოლიციელი ბუნდოვან ვითარებაში 14 ივნისს დაიკარგა. კოსოვო აცხადებდა, რომ პოლიციელები სასაზღვრო კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით რეგულარულ პატრულირებას ატარებდნენ და სერბეთს "კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლასა" და მათ გატაცებაში სდებდა ბრალს. ბელგრადი ამბობდა, რომ პოლიციელები სერბეთის ტერიტორიის "სიღრმეში" დააკავეს.

პოლიციელების გათავისუფლება რადიო თავისუფლებას მათმა ადვოკატმა დაუდასტურა და დასძინა, რომ ისინი კოსოვოში დაბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG