Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8-მდე გაიზარდა კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


მოხალისეებს მიჰყავთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის მიერ 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი
მოხალისეებს მიჰყავთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის მიერ 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი

უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია 56 ადამიანი.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 27 ივნისს, საღამოს, ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეს, მეორე კი, კრამატორსკთან მდებარე სოფელ ბელენკოეში ჩამოვარდა. დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები.

კრამატორსკში დაჭრილებს შორის 3 კოლუმბიის მოქალაქეა. BBC-ს ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციიდან(Aquanta Ucraina) აცნობეს, რომ დაიჭრნენ ორგანიზაციის დამფუძნებელი, კოლუმბიელი დეპუტატი სერხიო ხარამილიო, მწერალი ეკტორ აბადი და ჟურნალისტი კატალინა გომესი. დაჭრილია მათი თანმხლები უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც უკრაინას და მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი იმსახურებს მხოლოდ დამარცხებას და ტრიბუნალს.

XS
SM
MD
LG